14 ნოე 2019
185 Views
პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ქვეყანას პარლამენტი აღარ ჰყავს!

დღეს ისეთი სამარცხვინო რამ მოხდა პარლამენტში, რომ პარლამენტი აღარ ჰყავს ქვეყანას. მე როგორც ვატყობ, ხელისუფლებაც აღარ ჰყავს ქვეყანას. პასუხისმგებლობას შექმნილ კრიზისზე ვაკისრებ პირადად ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების პოლიტიკურ ელიტას. ორი დღის განმავლობაში იყო ეს პოლიტიკური მელაკუდობა, სრულიად დაუჯერებელია, რომ მაჟორიტარები აუმხედრდნენ ბიძინა ივანიშვილს, წარმოუდგენელი რამ არის ეს და თუ ეს ასეა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი როგორ მართავს პარტიას?

- ასე აფასებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი უმრავლესობის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი



კომენტარები