სიახლეები

82 Views
პოლიტიკა

აშშ-ის კონგრესში დონალდ ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის თაობაზე პირველი საჯარო მოსმენა იმართება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში დონალდ ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი საჯარო მოსმენა იმართება.

გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, ახდენდა თუ არა ტრამპი უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლას იმ მიზნით, რომ ზიანი მიეყენებინა თავისი პოლიტიკური ოპონენტის, დემოკრატ ჯო ბაიდენისთვის, და თუკი ეს ასე იყო, ექვემდებარება თუ არა ასეთი მოქმედებები იმპიჩმენტს. 

საჯარო მოსმენა გამოძიების ახალი ეტაპია. ერთ თვეზე მეტია, კომიტეტში მოწმეებთან საუბარი მხოლოდ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. ტრამპი და მისი მომხრე რესპუბლიკელები დემოკრატებს მიკერძოებულობასა და პროცედურების დარღვევაში ადანაშაულებენ. ოქტომბრის ბოლოს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატების ხელშია, მიიღო რეზოლუცია, რომელიც იწონებს გამოძიების ფარგლებში  საჯარო მოსმენების გამართვას.

ოთხშაბათს საჯარო ჩვენებებს იძლევიან უილიამ ტეილორი, რომელიც ამჟამად უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს და ჯორჯ კენტი - ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე.

პრეზიდენტი ტრამპი გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ დემოკრატები მასთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ცდილობენ.

 

კომენტარები