ანზორ ბიწაძე საპატრიარქოზე: კონკორდატის გარეშე შეიძლება უარესი სურათი მივიღოთ

„წინააღმდეგი ვარ იმისა რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს, წინა ხელისუფლებაც აკეთებდა და იმის წინა ხელისუფლებაც აკეთებდა - ხელების ფათური საეკლესიო საქმეებში სახელმწიფოს მხრიდან „

განაცხადა "ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძე, ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ ბაზარში“.

რაც შეეხება საპატრიარქოს უკანასკნელ სკანდალს ის თვლის, რომ ყველაფერი არის „სახელმწიფოს ხელების ფათურის“ შედეგი.

როგორც ბიწაძემ თქვა, ყველა ხელისუფალი ეჭვიანობდა ეკლესიის ავტორიტეტის გამო და ცდილობდნენ  სხვადასხვა ხერხითა  და ინტრიგით, მოწილეები გამხდარიყვნენ იმ ავტორიტეტისა რომელიც ეკლესიას ჰქონდა.

ამიტომაც ანზორ ბიწაძე თვლის, რომ ძალიან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული საერო და სასულიერო ხელისუფლება.

კონკორდატთან დაკავშირებით, ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ შესაძლოა უარესიც მოხდეს თუ კონკორდატი გაუქმდება:

კონკორდატის ფონზეც კი რა ხდება და წარმოიდგინეთ მის გარეშე. კონკორდატი რომ არ იყოს შეიძლება უფრო უარესი სურათი მივიღოთ, აქ რაღაც მაინც არის განსაზღვრული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაში და ესეც რომ არ იყოს შეიძლება რაღაც უარესი მიგვეღო - თუმცა ამაზე უარესი რაღა სურათი უნდა მიიღო არ ვიცი

- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი



კომენტარები