"ეკონომიკურად თუ არ გავძლიერდით, ბევრად გაგვიჭირდება ოკუპაციის პრობლემის გადაჭრა" - მეგრელიშვილი

ჩვენ თუ არ ვიქნებით - დანარჩენი საქართველო, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, კარგი მეგობრებით, უფრო გაგვიჭირდება, ოდესმე, ტერიტორიული მთლიანობის ეფექტურად აღდგენის მცდელობა, ვიდრე ვთქვათ, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს გვერდზე იქნება ნატო. 

- თქვა ვახო მეგრელიშვილმა "თავისუფალ ბაზარში", სადაც ერთიანი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერთან, ანზორ ბიწაძესთან, ნატოსა და რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრა. ბიწაძის თქმით, ნატოს ბაზების საქართველოში განთავსებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამერიკისა და რუსეთის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება საქართველოს ტერიტორიაზე, ან ჩვენი ტერიტორიების საბოლოოდ რამდენიმე ნაწილად გაყოფა.

ვახო მეგრელიშვილმა კორეის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნის იმ მდგომარეობაში დარჩენას, როგორშიც ახლა ჩრდილოეთ კორეაა, ჯობდა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა - გაყოფილიყო კორეა, სამხრეთ ნაწილი მაინც განვითარებულიყო და გამხდარიყო ნორმალური ქვეყანა.

როგორც ანზორ ბიწაძემ  ამ თემაზე აღნიშნა, ამ შემთხვევაში კარგი ის იქნებოდა, თუ კორეა გამთლიანდებოდა და ისე გახდებოდა წარმატებული ქვეყანა. "ერთიანი საქართველოს" ლიდერი იმავეს ფიქრობს საქართველოს მაგალითზეც და მიაჩნია, რომ ერთადერთი რაზეც უნდა ვივაჭროთ რუსეთთან, ეს არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება, მისი აზრით, ამ თემის გარდა სხვა რაღაცებზე ვაჭრობა ამ ქვეყანასათან, არის საქართველოს ინტერესების დამაზიანებელი. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები