ანზორ ბიწაძე მის შესახებ გავრცელებულ შსს-ს აუდიო ჩანაწერებზე

ვახო მეგრელიშვილმა, "თავისუფალ ბაზარში", პარტია ერთიანი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, ანზორ ბიწაძეს, 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებზე დაუსვა შეკითხვა, რომელშიც ბიწაძე და ბურჯანაძე განიხილავენ საკითხს, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები 25 მაისის ღამეს და ანზორი ამბობს, "მერე "ГРУ"-ს გაუწიონ წინააღმდეგობაო". 

როგორც ანზორ ბიწაძემ "გირჩის" ეთერში აღნიშნა, ეს შსს-ს მიერ მანიპულირებული ჩანაწერი იყო. ბიწაძის თქმით, მისი გავრცელებიდან, სამი დღის შემდეგ მაშინდელმა შს მინისტრმა - ვანო მერაბიშვილმა თავად უარყო ამ ჩანაწერის რეალურობა და თქვა, რომ აქ არაფერი ისეთი არ არის, რაზეც შეიძლება რეაქცია გვქონდესო.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქციაზე დაშავებულების მოსანახულებლად ვიყავით მე და ნინო, მაშინ დამაკავეს სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ძალიან უხეში ფორმით, შემდეგ ნინო გამოვიდა და ამაზე თქვა,არა უშავს, სადაც სხვისი შვილები იქაც ჩემიო. იმ ღამეს პოლიციის სამმართველოში ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.  ამის შემდეგ ამის გასანეიტრალებლად, მათ მოახერხეს ამ მანიპულირებული ჩანაწერის გამოქვეყნება, რომ უცაბედი ეფექტი მოეხდინათ. სამ დღეში გამოვიდა მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავად უარყო ამ ჩანაწერის შინაარსის რეალურობა. 

ანზორ ბიწაძის თქმით, ის ჩანაწერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ფაქტი ის მოცემულობაა, რომელიც მივიღეთ, ათასამდე მშვიდობიანი დემონსტრატი და მეორე მხარეს მთავრობის მხრიდან გამოყენებული არაპროპორციული, უხეში ძალა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები