სიახლეები

159 Views
პოლიტიკა

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა კვლავ გადადო

პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა კვლავ გადადო. პარლამენტის სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, კენჭყისყრა ხვალინდელი პლენარული სხდომისთვის გადაიდო. სხდომა 14 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კვლავ ვერ შეთანხმდნენ, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2020 წლის არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. უთანხმოების გამო, გიორგი ვოლსკის ინიციატივა იყო, რომ ხვალ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს უმრავლესობის ფორმატში და ამის შემდეგ იყოს კენჭისყრა. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები