სიახლეები

45 Views
პოლიტიკა

#სირცხვილიას მოთხოვნაა, პარლამენტმა არ ჩააგდოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წესი

პარლამენტის შენობასთან აქცია #სირცხვილია სამი საათია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დებატებისა და კენჭისყრის პარალელურად გამაფრთხილებელ აქციას მართავენ, რათა დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ ინიციატივას.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, პარლამენტმა არ ჩააგდოს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წესი - პირობა, რომელიც უმრავლესობამ (ბიძინა ივანიშვილნა) 20 ივნისის შემდეგ დაწყებული აქციების შემდეგ დადო.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

 

კომენტარები