სიახლეები

Facebook Pay სერვისით სარგებლობა მისი ყველა აპლიკაციით იქნება შესაძლებელი

Facebook-მა სამშაბათს განაცხადა, რომ იწყებს Facebook Pay-ს, ერთიანი გადახდის სერვისის გაშვებას, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს მის პლატფორმებზე, მათ შორის WhatsApp-სა და Instagram-ზეც, გადახდა შეეძლებათ განახორციელონ აპლიკაციიდან გასვლის გარეშე.

სოციალურ ქსელში განაცხადეს, რომ სერვისი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს თავიანთი სმარტფონების მეშვეობით გაგზავნონ ფული ან გადაიხადონ, უსაფრთხოების ყველა პარამეტრის დაცვით.

Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ კომპანია გეგმავს მის პლატფორმებზე (Messenger, Instagram, WhatsApp) შეტყობინებების სისტემის ინფრასტრუქტურა გააერთიანონ.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახალი სერვისი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას შეკრებს, როგორიცაა გადახდის მეთოდი, თარიღი, საკონტაქტო ინფორმაცია და ის თუ როდის უნდა განახორციელონ ტრანზაქცია, რაც ბევრად მოსახერხებელი იქნება მომხმარებლებისთვის, FB მონაცემებს გამოიყენებს მიზნობრივი რეკლამების საჩვენებლად.

Facebook-ის სარეკლამო პრაქტიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყურადღების ცენტრშია, მზარდი უკმაყოფილების ფონზე, კონფიდენციალურობასა და მომხმარებელთა მონაცემებისადმი მიდგომის გამო.

როგორც კომპანიამ თავის ბლოგ პოსტში აღნიშნა, Facebook Pay-თ გადახდა Facebook-სა და Messenger-ის გამოყენებით, ამ კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება აშშ-ში. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

წყარო: Reuters.com

კომენტარები