
განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დააბრუნეს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად, გიორგი გახარიამ, მიხეილ ჩხენკელი დააბრუნა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გახარიამ ამ ბრძანებას ხელი დღეს, 13 ნოემბერს მოაწერა.
ჩხენკელი, რომელიც 2017-2018 წლებში იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ამ დრომდე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იყო განათლების საკითხებში. მინისტრობამდე ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე იყო.
მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც განათლების მინისტრი სწორედ ჩხენკელის შემდეგ გახდა, თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.
ავტორი: ანა ჩიქოვანი