12 ნოე 2019
1392 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ? ჯოჯოხეთში ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია

დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე.

მიმიფურთხებია იმ სასულიერო პირისთვის, რომელსაც არ ჰყოფნის გამბედაობა ზემდგომი ინკვიზიტორის წინააღმდეგ წავიდეს ქრისტეს სახელით!

მიმიფურთხებია იმ რწმენისთვის, რომელიც გირჩის ოფისში ხელმოწერილი ფურცლით იკარგება!

მიმიფურთხებია იმ ღმერთისთვის, რომელიც შვილმკვდარ მშობლებს ბოლო იმედის გარეშე ტოვებს ამ ქვეყნად!

რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ?

ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია!

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, სოციალური ქსელით "ბიბლიური თავისუფლების" გარდაცვლილი მღვდელმსახური ბიჭის ამბავს ეხმიანება, რომელსაც ოჯახის თხოვნის მიუხედავად, მართლმადიდებლურად წესი არ აუგეს, რადგან ბიბლიური თავისუფლების" მიერ გაცემული მოწმობა ჰქონდა.



კომენტარები