სიახლეები

199 Views
პოლიტიკა

"გირჩის" და ნეოფაშისტური ძალების ერთ პარლამენტში ყოფნა კარგად აჩვენებს განსხვავებებს მათ შორის

ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში, "გირჩის" პლატფორმის ახალმა პოლიტიკოსმა თენგო კირთაძემ საქართველოსა და ევროპაში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალების გააქტიურებაზე ისაუბრა. კირთაძის თქმით, საქართველოში ამ ძალებს არც ულტრამემარჯვენეობასთან აქვთ საერთო და საბოლოო ჯამში სოციალისტურ იდებზე უფრო დგანან. რაც შეეხება ნეოფაშისტური ძალების გააქტიურებას, როგორც თენგო კირთაძე აღნიშნავს, ამ პრობლემის მიზეზი ევროპაშიც და საქართველოშიც ეკონომიკური პროცესების განვითარების შეფერხებაა, რაც იწვევს შიშებს მოსახლეობაში.

ცოტნე კობერიძის თქმით, მსგავსი ძალები, პროპორციული არჩევნების პირობებში, თუ მოხვდებიან საქართველოს პარლამენტში, ბევრად უფრო მარტივი იქნება მათი რეალური სახის დანახვა, რადგან ხელის გულზე გამოჩნდება ვინ რისი გამკეთებელია.

შემდეგი პარლამენტის მთელი სისპეტაკე და მთავარი პლუსი სწორედ ის იქნება, რომ ყველა ჯგუფი უნდა იყოს წარმოდგენილი და ერთმანეთში ხდებოდეს კონკურენციაც და გაცვლა-გამოცვლა. ერთ პლატფორმაზე რომ იქნება გირჩი და ეს ადამიანები, ძალიან კარგი დასანახი იქნება, სინამდვილეში რა განსხვავებები არსებობს და ჩვენც უფრო მარტივად შევძლებთ მათთან დიალოგში შესვლას, რადგან ერთ სივრცეში ვიქნებით და შეგვეძლება დავანახოთ ყველას ამ ადამიანების მცდარობა აზრობრივად.

- ამბობს ცოტნე "გირჩის აზრის" ეთერში. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები