სიახლეები

მაკო გომური, გავრილოვის ღამიდან 5თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნეს

პროკურატურამ, გავრილოვის ღამიდან თითქმის 5 თვის შემდეგ, დღეს 11 ნოემბერს, მაკო გომური დაზარალებულად ცნო.

მაკო გომური ის გოგონაა რომელმაც 20 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს, თვალი დაკარგა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაზარალებულის სტატუსი ასევე მიენიჭათ ომარ სეხნიაშვილსა და მირზა ლიპარტელიანსაც, თუმცა არა ასევე თვალდაკარგულ გიორგი სულაშვილს.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია. 

- განაცხადა პროკურატურამ.

 

შეგახსენებთ 20-21 ივნისის ღამეს, სამართალდამცავებმა აქცია ძალის გადამეტებით დაშალეს, რის გამოც დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი და ორმა მათგანმა თვალი დაკარგა.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები