სიახლეები

ბანქოს სახლი: ფრენკ ანდერვუდის ტოპ 3 გაკვეთილი პოლიტიკის შესახებ

სამყაროში, სადაც პოლიტიკოსები თითქმის ყველაფერს (გა)აკეთებენ თავიანთი პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად, - დაწყებული სახიდო მიმოსვლის გზების სკანდალით (იგულისხმება Fort Lee lane closure scandal), დამთავრებული შიდა შემოსავლების სამსახურის სკანდალით (იგულისხმება IRS scandal), - ნეტფლიქსის ციკლი - ბანქოს სახლი, თავისი ულმობელი და ამბიციური კონგრესმენ ფრენკ ანდერვუდის ამბით, ფიქციასა და რეალობას შორისაა.

აქ შემოგთავაზებთ ტოპ სამ გაკვეთილს, რაც ბანქოს სახლის  (House of cards) მეორე სეზონის უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ. სეზონის, რომელსაც ყველაზე დიდხანს ველოდით.

ნომერი პირველი

როგორც ზოგადი პრინციპი, ჩვენ საკმაოდ სკეპტიკურად უნდა ვიყოთ განწყობილი პოლიტიკოსების მიმართ. ბოლოს და ბოლოს, ადამიანების მოტივებს, რომლებსაც სხვების მართვა სურთ, ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ.
ბანქოს სახლში წარმოდგენილი პოლიტიკოსები არაფრით განსხვავდებიან სხვა ადამიანებისგან თავიანთი სურვილით - პირველ რიგში საკუთარი ინტერესები დაიკმაყოფილონ. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ იგი ელოდა ამ თანამდებობას, ფრენკს უარი უთხრეს სახელმწიფო მდივნობაზე და ამიტომ საკუთარი გეგმის განხორციელებას შეუდგა, რათა, არსებითად,  შური ეძია და მაღალი თანამდებობა დაეკავებინა. ბანქოს სახლი, მედიაში ხშირად წარმოდგენილი რომანტიზებული პოლიტიკის ძლიერი რეალისტური ალტერნატივაა.

ნომერი მეორე

ბანქოს სახლში განუწყვეტლივაა წარმოდგენილი კულუარული მფარველობით ვაჭრობა პოლიტიკოსებსა და თანამშრომლებს შორის, რაც თავის მხრივ სპეციალურ ინტერესებს და ზოგჯერ საერთო ინტერესებსაც უკავშირდება. პოლიტიკა კიდევ ერთი სხვა საშუალებაა, რომლითაც ადამიანები ცდილობენ საკუთარი თავი „გადაცვლის” მეშვეობით გაცილებით სასურველი გახადონ. მაგალითად ავიღოთ პიტერ რუსო, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისა და ქრთამის შეთავაზების გამო დააპატიმრეს. თუმცა ფრენკ ანდერვუდმა რუსო პოლიციისგან დაიხსნა და ამჟამად ის ფაქტობრივად ფრენკის პაიკია. იგი რუსოს აქეზებს, აზრი შეიცვალოს გემთსარემონტო საწარმოსთან დაკავშირებით, სადაც თავად რუსოს ამომრჩევლები არიან დასაქმებულები, რათა ამით მწვანე პროექტს გაეწიოს დახმარება ანდერვუდის მიზნებისთვის, მხოლოდ საჯარო ინტერესის შესანიღბად. ბირჟისგან განსხვავებით, სადაც ორმხრივი სასარგებლო გადაცვლები უზრუნველყოფენ საზოგადოებისთვის უნებლიე კეთილდღეობას, პოლიტიკური გადაცვლის შედეგები ხშირად საზიანოა.

ნომერი სამი

პოლიტიკა იზიდავს მათ, ვინც განსაკუთრებით დახელოვნებულია საზოგადოებასთან ურთიერთობაში, მფარველობით ვაჭრობასა და ძალისმიერი მეთოდების მოქმედებაში და არსებითად არა მათ, რომლებიც საუკეთესოდ იცავენ საჯარო ინტერესებს.
როდესაც ადამიანი სხვა ადამიანის ბრძანებას მანიპულირების მეშვეობით ასრულებს და ამ ყველაფრის შეფუთვა ისე ხდება, რომ საჯაროდ კარგად გამოიყურება და ის ადამიანები, რომლებსაც უპირატესობა აქვთ ისარგებლონ ძალაუფლების ასეთი მახინჯი ფორმით, უმაღლეს თანამდებობას იკავებენ.

როგორც ამას ფრიდრიხ ჰაიეკი წიგნში, “გზა ბატონყმობისკენ”, ამბობს, სწორედ ამიტომაა, რომ უარესები აღწევენ უმაღლეს საფეხურს. თუ ჩვენ გვსურს გაცილებით მეტ ფრენკ ანდერვუდს შევუშალოთ ხელი პოლიტიკურ კიბეზე ასვლაში, პოლიტიკის მოტივების შეცვლა გვჭირდება, რათა პოლიტიკოსების ძალაუფლება შევამციროთ. ჩვენ გვჭირდება გაცილებით შეზღუდული მმართველობა, სადაც არ იქნება ამგვარი სპეციალური მიკერძოებების შესაძლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენგანისთვის ბანქოს სახლი შესაძლოა საკმაოდ ცინიკური იყოს, გაცილებით უკეთესია იგი დავახასიათოთ, როგორც პოლიტიკის არარომანტიკული და რეალისტური გააზრება და ისეთი რამ, რასაც მხარდამჭერები ჰყავს პოლიტიკისა და ეკონომიკის თეორიაში. ამის შესახებ გაცილებით დეტალურად შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენს ინტერაქტიულ Learn Liberty აკადემიისგან, რომელსაც მე - სტივ ჰორვიცი ვუძღვები. ამაში ასევე დაგეხმარებათ ენთუზიაზმით აღსავე ფეისბუქ მსჯელობები და საინტერესო შინაარსი. შესაძლოა, ისიც კი შევძლოთ, რომ მოგაწოდოთ გარკვეული იდეები ბანქოს სახლში წამოჭრილ პრობლემებთან გასამკლავებლად.

კომენტარები