სიახლეები

291 Views
პოლიტიკა

"ქვას ნუ ისვრით! ამაზე ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ" - დათო როგავა

ადამიანებს ვერ დავავალებთ, რომ რაღაც მოსწონდეთ. ამას დრო მოიტანს და თვითონ უნდა გააანალიზონ ყველაფერი. რაც ჩვენ შეიძლება მოვთხოვოთ, არის ის, რომ ქვას ნუ ისვრიან. თავად მართლა თავში ქვა იხალონ, მაგრამ სხვას ნუ ესვრიან, სხვაზე ნუ ძალადობენ. მოეწონებათ თუ არა, ეს მათი საქმეა. მე ფსონს ახლა მათ განათლებაზე არ დავდებდი და არც იმის იმედი მაქვს, რომ ამ ტიპის ხალხს სწორი რაღაცები შეიძლება მოეწონოთ, ადამიანებს, რომლებიც ასე იქცეოდნენ ქუჩაში, რაც ჩვენ ვნახეთ. მაგრამ იმაზე ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ ძალადობა არ მოსულა.

ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით""გირჩის" წევრმა და პარტნიორმა, დათო როგავამ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"(and then we danced) პრემიერაზე, კინოთეატრ "ამირანთან" მიმდინარე პროცესები შეაფასა.

როგავას თქმათ, ფილმის ჩვენების აკრძალვა აბსურდია, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს, მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს ის. მთავარი, რაც ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, ის არის, რომ ძალადობა დაუშვებელია.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები