სიახლეები

283 Views
პოლიტიკა

"შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სსიპ შეიქმნება" - დიმიტრი ცქიტიშვილი

აუცილებელია არსებობდეს შრომის ინსპექციის დამოუკიდებელი სუბიექტი. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს დეპარტამენტი, რომელიც გარკვეულწილად შეზღუდულია თავისი მოქმედების არეალით. ეს არის სამინისტროში შემავალი დეპარტამენტი და მისი სსიპ-ად ჩამოყალიბება უფრო მეტად მოქნილს გახდის და ეფექტურობასაც გაზრდის.

- ამის შესახებ „შრომის კოდექსის" ცვლილებების ერთ-ერთმა ინიციატორმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ინსპექციის ზედამხედველობის სსიპ შეიქმნება. დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის ინსპექციასა და სანქცირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონიტორინგი განხორციელდება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე.

შემოდის სანქცირება, როგორც გაფრთხილება, საჭიროების შემთხვევაში მატერიალური ჯარიმა და ასევე გამონაკლის შემთხვევებში - საქმიანობის შეჩერება. სანქციები იქნება იმ მოთხოვნების შეუსრულებლობაზე, რომელიც არის კანონში გაწერილი.

- აღნიშნა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები