სიახლეები

78 Views
ციტატები

ვასაძე: ივანიშვილს აღარ აქვს უფლება საქართველოს მმართველი იყოს

ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ის საკრალური ხაზი, რომლის შემდეგ მას აღარ აქვს უფლება იყოს ამ ქვეყნის მმართველი. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ქვეყანას მიადგა უდიდესი მორალური და ზნეობრივი შეურაცხყოფა. ბიძინას აღარ აქვს უფლება, იყოს საქართველოს მმართველი. ამიტომ მე მას მოვუწოდებ, წავიდეს პოლიტიკიდან და აღარ იყოს არამხოლოდ არაფორმალური მმართველი, არამედ აღარ იყოს არანაირი მმართველი საქართველოსი. მას მინდა ვუთხრა: ბიძინა, მე არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ქვეშქვეშობა და ახლა რასაც ვიტყვი, იქნება სრული პატივისცემით კაცობის კოდექსის მიმართ. როდესაც გასულ აპრილს ჩემთან სახლში მოხვედი რაღაც წინადადებით და სათხოვარით, როდესაც ეს საუბარი შედგა, მერე შენივე წინადადებით გაგრძელდა შენთან სახლში და ამასაც მე ვაცხადებ საჯაროდ მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი შეთანხმებისა, რომ ამ ჩვენ შეხვედრას არ გავასაჯაროებდით, მეორე თუ მესამე დღეს, არ ვიცი რა მანქანებით, ამ ჩვენი შეხვედრის ფაქტი გაჟღერდა ქართულ პრესაში. მე ამ შეხვედრების შინაარს არასოდეს არ გავასაჯაროვებ და რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრები არ ჩამიწერია, რადგან სტუმარი ღვთისაა, მაგრამ ახლა, რომ არ იყოს არავითარი საიდუმლოებები, პირდაპირ გეუბნები აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება"

- განაცხადა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები