სიახლეები

154 Views
პოლიტიკა

ვასაძე: ბიძინა, თუ გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს, გვერდით მაინც დაგვიდექი

თუ ჩვენ დღეს ამ საშინელებას წინ არ აღვუდგებით, სამი დღის განმავლობაში ადამიანებს აჩვენებენ, რომ აღარ არსებობს აღარაფერი წმინდა. 

ლევან ვასაძე, რომელიც ქართულ მარშსა და სხვა ულტრა ნაციონალისტურ ჯგუფებთან ერთად ვერის პარკში იმყოფებოდა, შეკრებილებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, დაიძრან კინოთეატრისკენ და ჩაშალონ ჩვენება.

უბრალოდ შევიდეთ დარბაზში და ჩავშალოთ ეს ჩვენება. თითოეულ დარბაზში სადაც ჩვენ შევალთ, ჩვენ დავდგებით ეკრანის წინ, გადავეფარებით მას და ხმამაღლა მოვუწოდებთ, ამ სეანსის დამწყებთ, რომ დატოვონ კინოთეატრი. ჩვენ შევალთ საოპერატოროებში და ყოველგვარი ტექნიკის დაზიანების გარეშე და მტვრევის გარეშე ვაჭერთ ღილაკს ხელს და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას.

ვასაძის თქმით, იქ შეკრების მიზეზი ქართველი ერისა და ტრადიციის შეურაცხყოფაა, რასაც ამ ფილმის ჩვენებით აკეთებენ.

"ამას გიკეთებთ ის ხალხი, ვინც შეურაცხყო ჩვენი პატრიარქი გასულ კვირას და ვინც გამუდმებით ებრძვის ჩვენს ერს. ის მსტოვრები იმ იდეოლოგიისა, რომლებიც ასეთი ცინიკური სისასტიკით ასეთი დამცინველობით ანადგურებენ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია."

როგორც ვასაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მარქსიზმისა და ტოტალიტარიზმისგან გათავისუფლდა, ახლა მეორე იდეოლოგიის საკანში აღმოჩნდა, რომელსაც მისი თქმით, ლიბერალური ტოტალიტარიზმი ჰქვია.

"ის კატასტროფა რაც ჩვენ გვჭირს, არის მიზანმიმართული იდეოლოგიური მუშაობის შედეგი. საქართველო აქციოს პლაცდარმად ერთმანეთში მეომარ იმპერიებს შორის ბრძოლის პროცესში. უნდათ დაგვაკარგვინონ ტრადიცია, იდენტობა და პატივისცემა საკუთარი სასულიერო ღერძისა."

ლევან ვასაძემ ასევე ბიძინა ივანიშვილს მიმართა და თანადგომისკენ მოუწოდა:

თუ გეშინია და ვერ აუქმებ ამ ფილმს, მოდი და დაგვიდექი გვერდზე აქ, ვერის პარკში. წამოიყვანე შენი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და დაგვანახეთ, რომ არ უგულებელყოფთ ხალხის აღშფოთებას.

ვერის პარკში შეკრებილმა "პროტესტანტებმა" კინოთეატრისკენ გადაინაცვლეს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები