სიახლეები

ფალავანდიშვილი "And Then We Danced"-ის ეკრანებზე გასვლის შემთხვევაში მთავრობას გადაყენებით ემუქრება

ჰომოფობიური ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი ამბობს, რომ თუ ეკრანებზე ფილმი "And Then We Danced" გავა, ისინი მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. 

თუ მთავრობამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ამ სიბინძურის გაშვებაში მიიღო მონაწილეობა და ჩაატარებინა უმცირესობას რომ ეძახიან ამ ჰომოსექსუალურ პროპაგანდას, ჩვენ შევეცდებით, რომ რუსთაველისკენ დავიძრათ და აღარ დავიშალოთ, ვიდრე მთავრობა არ გადადგება, რადგან ამათი დევნა უკვე აუტანელი გახდა.

- აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი.

ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართული მარშის მსგავსად  "And Then We Danced"-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან.

გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც თავს "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარეს უწოდებს, ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ "ხელს შეუშლის" სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ.

მისი აზრით, სამი დღის განმავლობაში ფილმის ვერცერთი სეანსის ჩვენება ვერ უნდა მოხდეს. როგორც ის აცხადებს, მათი ძალები ყველა კინოთეატრთან გადანაწილდება.

შეგახსენებთ, ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები