სიახლეები

ალექსანდრე წულაძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი არ უნდა იყოს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ალექსანდრე წულაძე , თვლის, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი არ უნდა იყოს. 

ეს მან დღეს, 7 ნოემბერს პარლამენტში მოსმენის დროს, ევროპული საქართველოს დეპუტატის, სერგი კაპანაძის კითხვას უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე წულაძე 2011-2012 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა. 2014-2015 წლებში უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური დეპარტამენტის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2017 წლიდან დღემდე კი , იურიდიული კომპანია CCL Law Firm-ის მმართველი პარტნიორია.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები