სიახლეები

88 Views
პოლიტიკა

საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევა 2019

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თბილისის ოფისში საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის 2019 წლის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა ეფუძნება 2018 წლის მონაცემებს და მოიცავს საქართველოს 5 თვითმმართველი ქალაქის - თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შეფასებას შემდეგი სფეროების მიხედვით:

  • მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის;
  • მუნიციპალიტეტი მეწარმეობისთვის;
  • მუნიციპალიტეტის ეფექტიანობა.

პროექტი შეიმუშავა და განახორციელა ახალმა ეკონომიკურმა სკოლა - საქართველომ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. 

პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო იყოს, როგორც ბოლო ინსტანცია, ადამიანებს მეტ უფლებები ჰქონდეთ ადგილზე, გაიზარდოს კონკურენცია, მეტი უფლებები მოსახლეობას და კერძო სექტორს. თვითმმართველობა უნდა იყოს გარანტი, რომ ყველა, მათ შორის ყველაზე რთული პრობლემების გადაწყვეტაში, რაც შეიძლება მეტი კერძო პირი და ინსტიტუტი ჩაერთოს.

პროექტის მთავარი პარტნიორები გერმანული ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი და ამერიკული ატლასის საერთაშორისო ქსელია.

თბილისის საბოლოო შედეგები მიმდინარე წლის რეიტინგში საშუალო შეფასებით დაბალია, როგორც სფეროების მიმართულებით ისე ცალკეული კატეგორიების რეიტინგშიც, უმთავრესი მიზეზად კი ინფორმაციის მოწოდების დაბალი ხარისხი სახელდება. 2019 წლის შედეგებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდანთბილისი რეიტინგში მე-4 ადგილს იკავებს.

2019 წლის სარეიტინგო კვლევაში თბილისის შედეგებში საუკეთესო მონაცემები ფიქსირდება 3 სფეროდან, შემდეგ კატეგორიებში: კომუნალური მომსახურება (Utility Services), და ადმინისტრირება (Administration), თუმცა ამ კატეგორიების მაჩვენებლებში მიღებული მაღალი სარეიტინგო ქულები არ აღმოჩნდა საუკეთესო, რამაც დანარჩენ კატეგორიებში მიღებულ მაჩვენებლებთან ერთად საბოლოო ჯამში გავლენა ვერ მოახდინა მუნიციპალიტეტის სარეიტინგო ქულაზე. დანარჩენი 9 კატეგორია და შესაბამისი მაჩვენებლები არის ის მთავარი გამოწვევები რომელთა დაფარვის არეალიც უნდა იქცეს მუნიციპალიტეტისთვის კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების მოტივატორად, ესენია - ჯანდაცვა (Healthcare), სოციალური უზრუნველყოფა (Social Security), ინფრასტრუქტურა და გარემო (Infrastructure and environment), ტრანსპორტი (Transport), განათლება (Education), პირობები ინვესტორებისთვის (Conditions for Investment), ბიუჯეტი (Budget), საგადასახადო ტვირთი (Tax burden), აქტივების მართვა (Assets management).

2019 წლის შედეგებით რეიტინგში ბოლო, მე-5 ადგილს რუსთავი იკავებს, სადაც იგივე პრობლემებია, რაც თბილისში.

რეიტინგში მე-3 ადგილზე ფოთია, ფოთის შედეგებში საუკეთესო მონაცემები ფიქსირდება 3 სფეროდან, შემდეგ კატეგორიებში: პირობები ინვესტორებისთვის (Conditions for Investment), ბიუჯეტი (Budget) და ადმინისტრირების (Administration) კატეგორიების მაჩვენებლებში მიღებულმა მაღალმა სარეიტინგო ქულებმა. 

2019 წლის შედეგებით ქუთაისი რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს . ქუთაისის შედეგებში საუკეთესო მონაცემები ფიქსირდება 3 სფეროდან, შემდეგ კატეგორიებში: ჯანდაცვა (Healthcare), სოციალური უზრუნველყოფა (Social Security), ბიუჯეტი (Budget) და ადმინისტრირება (Administration) კატეგორიების მაჩვენებლებში მიღებულმა ყველაზე მაღალმა სარეიტინგო ქულებმა.

რეიტინგის ლიდერი თვითმმართველი ქალაქი ბათუმია. 2019 წლის სარეიტინგო კვლევაში ქ. ბათუმის შედეგებში საუკეთესო მონაცემები ფიქსირდება 3 სფეროდან, შემდეგ კატეგორიებში: ინფრასტრუქტურა და გარემო (Infrastructure and environment), ტრანსპორტი (Transport), განათლება (Education), საგადასახადო ტვირთი (Tax burden), აქტივების მართვა (Assets management) და ადმინისტრირება (Administration) კატეგორიების მაჩვენებლებში მიღებულმა ყველაზე მაღალმა სარეიტინგო ქულებმა.

ინფორმაციისთვის, მსგავსი პროექტი განხორციელდა და ხორციელდება ლიეტუვაში არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის“ მიერ.

მუნიციპალიტეტების ინდექსის კვლევის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები