სიახლეები

„And Than We Dance“ ჩვენებამდე დაგეგმილი სხვა ფილმის სეანსები მოიხსნება

კავეას კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ფილმის „And Than We Dance“ ჩვენებამდე დაგეგმილი სხვა ფილმის სეანსები მაყურებელთა უსაფრთხოების მიზნით მოიხსნება.

კავეას კინოთეატრების ქსელში კინოჩვენებები დაგეგმილი რეპერტუარით იქნება გავა, მოიხსნა ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წინა სეანსი, მხოლოდ ამ ფილმის წინ არსებული სეანსი, რათა კინოთეატრების ქსელში უსაფრთხოების სამსახურის მობილიზება მოხდეს, რომ მათ მაყურებლის უსაფრთხოების დაცვა უკეთ უზრუნველყონ და მაყურებლის უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად გარანტირებული.

- აცხადებენ კავეას კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათი თქმით, ჰყავთ თავისი დაცვის სამსახური და სამივე დღეს სამსახურის ყველა თანამშრომელი 6-ვე კინოთეატრში იქნება მობილიზებული.

„თუ სხვა დღეებში დაცვის სამსახურის თანამშრომლები ცვლაში მუშაობენ, 8,9 და 10 ნოემბერს ლევან აკინის ფილმის სეანსებზე დაცვის სამსახურის ყველა თანამშრომელი იქნება მობილიზებული“,- ამბობენ კავეას კინოთეატრების ქსელში."

ინვენტარის ან სხვა ნივთების დაზიანების შემთხვევაში კავეას ქსელი მიმართავს საპატრულო პოლიციას.

შეგახსენებთ, რომ ლევან აკინის ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებით ფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას და ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ფილმის  "And Then We Danced" დაგეგმილი კინოჩვენების ჩაშლით იმუქრება.

„ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ 4 ნოემბერს, უკვე მეორედ და სპეციალურად ამ თემაზე გამართულ პრესკონფერენციაზე, თქვა, რომ არ დაუშვებს ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედურ-ფრანგული ფილმის, „And then we danced“ ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე, გურამ ფალავანდიშვილი კი, აცხადებს, რომ მაყურებლებს კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები