სიახლეები

საბო: "ტრანს ქომუნითის" შეუძლია აგინოს იაგოს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ ის მათ უფლებებს დაიცავს

მიუხედავად იმისა, რას შეიძლება ფიქრობდეს კონკრეტული ადამიანების ადეკვატურობა-არაადეკვატურობაზე, იაგო არის ადამიანი, რომელიც თავისი მორალიდან და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, მზად არის, ნებისმიერი ადამიანის უფლება დაიცვას ზუსტად ისე, როგორც საკუთარი.

ჰერმან საბომ, "გირჩის აზრში" იაგო ხვიჩიას ტრანსფობიასა და ჰომოფობიაში დადანაშაულებაზე ისაუბრა. (ინგა გრიგოლიას ეთერში ხვიჩიამ განაცხადა, რომ ტრანსგენდერი ადამიანის ჩაცმულობა შესაძლოა ხშირად არაადეკვატური იყოს, მაგალითად დამსაქმებლისთვის და ხშირად ღიმილის მომგვრელიც.)

საბოს თქმით, "ტრანს ქომუნითის" შეიძლება არ მოსწონებოდა იაგოს განცხადება, რაც მათ ჩაცმულობას ეხებოდა და რაც არ უნდა არასასიამოვნო ყოფილიყო, ცალსახაა, რომ იაგო ხვიჩია ის ადამიანია, რომლის იმედიც, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტად შეიძლება ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა ეთქვა მათ ვიზუალურ მხარეზე.

ყველაზე ცუდ ადამიანადაც რომ დავახასიათოთ იაგო და ის ასეთიც რომ იყოს, მგონია, რომ ტრანს community-თვის, იაგო ხვიჩია უნდა იყოს ადამიანი, რომლის იმედიც ყველაზე მეტად შეიძლება ჰქონდეთ. რადგან მას ესმის , რომ მისი პირადი უფლებების დაცვა და მისი თავისუფლება გადის ტრანსგენდერი დამიანების გამოხატვის, შეკრების და სხვადასხვა ნეგატიურ უფლებებზე. ის იმიტომ კი არ იცავს მათ, რომ მოსწონს,ან არ მოსწონს ისინი, არამედ ამ მორალით მოძრაობს, ნებისმიერი ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს ის და რასაც არ უნდა აკეთებდეს, თუ ის სხვებზე არ აძალადობს, იაგოსთვის ის არის ხელშეუხებელი და ამ ადამიანის უფლებას დაიცავს ბოლომდე, ისე როგორც საკუთარს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იაგოს ყოფნის გულწრფელობა, რომ თავისი ადამიანური დამოკიდებულება პირდაპირ გამოხატოს და არ ეპირფეროს მათ, სხვების მსგავსად.

როგორც ჰერმან საბო აღნიშნავს: " მნიშვნელობა არ აქვს, რას გავიფიქრებ შენს ჩაცმულობაზე, კი შესაძლოა გამეცინოს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანის ჩაცმულობაზე, მაგრამ ჩემთვის ზუსტად ისევე ღირებული ადამიანი ხარ, როგორც ნებისმიერი სხვა."

საბოს თქმით, თუ "ტრანს ქომუნითი" მიხვდება რომ იაგო არის ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ რამეში შეუძლიათ დაეყრდნონ, რაც ეხება სიცოცხლეს, გამოხატვის თავისუფლებას, შეკრების თავისუფლებას, საკუთრებას და ა.შ. შეუძლიათ დედა აგინონ, მათაც აქვთ ამის უფლება, მაგრამ მის გვერდით უნდა დადგნენ, ისევე როგორც იაგო დადგება მათ გვერდით ამ საკითხებში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პირად პრეფერენციებს.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები