სიახლეები

222 Views
პოლიტიკა

გიგი უგულავა: ჩემი დაჭერის პროცესი მაშინ ერთგვარი დაუსრულებელი საგა იყო

„ჩემი დაჭერის პროცესი მაშინ ერთგვარი დაუსრულებელი საგა იყო“

ამის შესახებ, დღეს, ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ ბაზარში“ პარტია "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, „ნაძვის ხესავით დახუნძლეს ბევრი ბრალდებით“ და ერთი დღის დიაპაზონში ორმა სხვადასხვა მოსამართლემ ერთმანეთისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. ერთმა მოსამართლემ, კალატოზიშვილმა, უარი თქვა აღკვეთის ღონისძიების დაკმაყოფილებასა და პასპორტის ჩამორთმევაზე, რამდენიმე საათში კი მეორე მოსამართლემ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და დაპატიმრების ბრძანება გასცა, რაც, მისი აზრით, ევროსასამართლოს დუბინსქის ქეისის პირდაპირი დარღვევაა.

არჩევნების შემდეგ მათ მიიღეს თბილისის მერიაში მერი რომელიც მთავრობის სხდომაზე მიდის და რაღაცებს ახურავს, გახსოვთ ალბათ პირველი შეხება ჩემი და ივანიშვილის იყო, როცა მთავრობის სხდომაზე მოგვივიდა კამათი რასაც მოჰყვა მერე ჩემი დახუნძვლა ბრალდებებით

უგულავას შეტანილი აქვს სარჩელი და როგორც თავად ამბობს, ადრე თუ გვიან ამ საქმეს აუცილებლად მოიგებს. მისივე თქმით, მისი დაპატიმრება გადაწყვეტილი იყო იმიტომ, რომ ის ხელის შემშლელი ფაქტორი იყო.

ხელის შემშლელი ფაქტორი ვიყავი, მეორე ტური ვერ გადახარშა ივანიშვილმა, მე დამიჭირეს პირველ და მეორე ტურს შორის და მათივე გამოცხადებული მორატორიუმი დარღვიეს.

უგულავამ ასევე განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებას" ყოველ წელს წინა ხელისუფლების ნარჩენებთან ჰქონდა ჯვაროსნული ომი გამოცხადებული და ერთ-ერთი ბუნებრივად ბრძოლის ველი იყო თბილისის მერი.

გიგი უგულავას 7-8 ბრალდება აქვს და როგორც თავად აღნიშნავს ძირითადი ბრალდებები დაკავშირებულია პარტიასთან, ანუ როგორც თავად ახსნა, მას „სასათბურე“ მდგომარეობაში ჰყავდა მმართველი პარტია, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ მერიაში.

უგულავას თქმით,  "ქართული ოცნება", სასამართლო და პროკურატურა არასდროს მოდავებია ქრთამის აღებაზე და „კაპიკიც“ კი არ აქვს აღებული რადგან ეს მისთვის ძალიან პრინციპული საკითხია.

შემიძლია დავიფიცო სამივე შვილი და ყველა ზეციური ძალა და თუ რამეს ვებრძოდი იყო ქრთამები ან ქრთამის აღება.

- განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები