სიახლეები

294 Views
პოლიტიკა

"შმაქსისტების" აქცია ხვალ 12 საათზე ჩატარდება

"შმAXI"-ის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნას "გირჩი" ხვალ, ოთხშაბათს, 12:00 საათზე კიდევ ერთხელ გააპროტესტებს.

პარტიის წევრები, მხარდამჭერებთან და "შმაქსისტებთან" ერთად, ამჯერადაც რესპუბლიკის მოედანზე 12:00 საათზე შეიკრიბებიან, რის შემდეგაც კოლონით ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, გადაინაცვლებენ და საპროტესტო აქციას გამართავენ.

აქციის მოთხოვნები უცვლელი რჩება

1. შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა;

2. გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს;

3. გაუქმდეს .. ტაქსების რეფორმა.

შეგახსენებთ, რომ "შმAXI"- უკვე 500 -ზე მეტი რეგისტრირებული მასწავლებელი ჰყავს

"გირჩის" ოფისში "შმAXI"-ში გასაწევრიანებლად ყოველდღე ათეულობით ადამიანი მოდის. მათი უმრავლესობა ის ტაქსისტია, ვისაც ტაქსის ახალი რეგულაციების წყალობით, თბილისის მერიამ შემოსავლის მიღების წყარო წაართვა.

რეგისტრაციისთვის ის ადამიანებიც მოდიან, ვისაც მხარდაჭერის გამოხატვა და "შმაქსის" პოპულარიზება სურთ.

"
გირჩის
მიერ
 დაარსებული "შმAXI" საგანმანათლებლო კომპანია.ბორბლებიანი სასწავლო დაწესებულებაა.

შმაქსის მიერ დაქირავებული მასწავლებლები, იგივე "შმაქსისტები", მგზავრებს თავისუფლებასა და მის სიკეთეებზე ესაუბრებიან და ავტომობილში "გირჩის" მიერ მიწოდებული აუდიო მასალის ჩართვაც შეუძლიათ. 

ეს გახლავთ კიდევე ერთი რეგულაციარომლის გარღვევაც გირჩმა შეძლო. 

"შმAXI" -ის სლოგანია #ისწავლეგზადაგზა.

შმაქსაობის მსურველ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს "გირჩის ოფისში", ბესიკის 4 ნომერში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოსახლეობაში საღი აზრის გავრცელების პროექტში ჩაერთოს და განაგრძოს მუშაობა. ასევე შეგახსენებთ, რომ შმაქსისგამოძახება ქოლ-ცენტრის მეშვეობითაც არის შესაძლებელი.

ხოლო ნებისმიერ პირს, ვისაცშმაქსისსაგანმანათლებლო სერვისის გამოძახება სურს, შეუძლია დარეკოს ნომერზე - 2 052 420.

იხილეთ "შმAXI"- ფეისბუ-გვერდ.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

 

კომენტარები