სიახლეები

კანაფის კულტივაციის გამო ბრალდებულის პროცესი, ზესტაფონში, გადაიდო

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ, კანაფის კულტივაციაში ბრალდებული ავთო მეტრეველის პროცესი 2019 წლის 5 დეკემბრამდე გადაწია.

მეტრეველმა ადვოკატის აცილება ითხოვა და საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა.

შეგახსენებთ, ჭიათურის რაიონის, სოფელ ქვაციხის მცხოვრები, ავთო მეტრეველის სახლში პოლიციამ რამდენიმე ძირი კანაფი ამოიღო, რის გამოც 6 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. 

ადვოკატისა და პროკურორის საპროცესო შეთანხმება წელიწად-ნახევარი პატიმრობას  და 3.5 წელი პირობით სასჯელს ითვალისწინებდა. 

ავთო მეტრეველმა ზურაბ ჯაფარიძესთან საუბრისა და მასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ადვოკატის აცილება და საპროცესო შეთანხმების ჩაშლა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასამართლო დარბაზიდან ციხეში გადაიყვანდნენ.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები