სიახლეები

ავტომობილის მართვისას მობილურით სარგებლობაზე სანქციები მკაცრდება

ავტომობილის მართვისას მობილურით სარგებლობაზე შესაძლოა სანქციები გამკაცრდეს. 

ამის შესახებ შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტშია გაცხადებული.

ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობაზე ჯარიმა ორმაგდება - 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება.

ასევე, ამ ტიპის დარღვევაზე მართვის მოწმობაზე 15 ქულა დაგაკლდებათ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სანქციების გამკაცრება იგეგმება სიჩქარის გადაჭარბებასა და  ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზეც - კერძოდ, სიმთვრალეზე მეორედ დაჯარიმებისას ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

უფრო კონკრეტულად, სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება - რაც უფრო მეტი იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც მეტი იქნება.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები