5 ნოე 2019
1796 Views
მართლმსაჯულება

კანაფის მოყვანისთვის პროკურორი პატიმრობას ითხოვს

ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხის მცხოვრებ ავთო მეტრეველს, რამდენიმე ძირი კანაფის კულტივაციისთვის 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ადვოკატი მას საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც წელიწად-ნახევარი პატიმრობა და 3.5 წელი პირობითი სასჯელი ელის.

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს არის ჩანიშნული, სადაც  ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც იმყოფება.
ჯაფარიძის თქმით, კულტივაციის მუხლით ციხეში აღარავის სვამენ და წარმოუდგენელი ამბავია, რა პირობებსაც ამ ადამიანს უყენებენ.

პროკურორი ილია გელბახიანი ემუქრება ამ ადამიანს. აშინებენ, ეუბნებიან, რომ თუ ამ საპროცესო შეთანხმებაზე არ წავა და წელიწად-ნახევრით არ ჩაჯდება ციხეში, 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. იმ მცენარის მოყვანის თვის, რომლის მოხმარებაც წელიწადზე მეტია ლეგალურია ამ ქვეყანაში.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ასეთ შემთხვევებში რამდენიმე ადამიანს დაეხმარა გირჩი და ყველა, ვინც კი დაითანხმეს იმაზე, რომ ყოფილიყო  პრინციპული და დაეცვა საკუთარი უფლებები, ყველა გარეთ არის და ვერ შეეხნენ მათ.

მოსამართლე იქნება თუ პროკურორი ილია გელბახიანი, მათ მინდა დავპირდე, თუ რაღაცნაირად მოახერხეს და შეაშინეს ეს ადამიანი და გააფორმებინეს ის წელიწად-ნახევარი ციხეში წასვლის საპროცესო შეთანხმება, ან თუ შეასრულეს ეს მუქარა და მე არ მჯერა, რომ შესაძლებელია ამის გამო ადამიანი 6 წლით ციხეში გაუშვან -  მწარედ მოვთხოვთ პასუხს ყველას, მოსამართლე იქნება, პროკურორი, პოლიციელი თუ ვინც არ უნდა იყოს. ადამიანების გამწარებას და ცხოვრების დანგრევას არ შევარჩენთ არავის.

- ამბობს ჯაფარიძე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს ეზოში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი.



კომენტარები