5 ნოე 2019
288 Views
პოლიტიკა

მეგრელიშვილი: კიდევ კარგი, რომ ბიძინამ დაპირებები არ შეასრულა

ვახტანგ მეგრელიშვილმა კავკასიის ეთერში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკასა და მის ე.წ. სოციალურ ანტრეპენერობაზე ისაუბრა.

როგორც 'გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ივანიშვილისთვის პოლიტიკური ხელისუფლებაა მნიშვნელოვანი და ამისთვის აკეთებს ყველაფერს, რასაც აკეთებს.

მე არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდა, როცა ხელისუფლებაში მოსვლამდე ფულს ხარჯავდა, მაშინ შეიძლება გვესაუბრა ქველმოქმედებაზე, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ამაზე ლაპარაკი, წარმოუდგენელი მგონია.
სოციალური ანტრეპენერი ვარო ამბობს და მიუხედავად იმისა,რომ ბიზნესის მიზანი მოგებაა, მე მოგება არ მაინტერესებსო. ეს ხომ აცდენილია ყველანაირ პრინციპებს,  წარმოიდგინეთ, ასე რომ ვიმოქმედოთ სხვა სფეროებში. ავაშენოთ რაღაც ქარხანა რომელიც წაგებაზე იმუშავებს და ა.შ.

მეგრელიშვილის თქმით, ივანიშვილი თავის ქველმოქმედების სახით სახელმწიფოს არაეფექტურ ბიზნესს ჩუქნის და თუკი კერძო მფლობელის ხელში ვერ იმუშავა კონკრეტულმა ბიზნესმა ეფექტურად, რა ელის სახელმწიფოს ხელში, რომელიც ბუნებით თავად არის ძალიან ცუდი მენეჯერი. 

როგორც ვახო მეგრელიშვილი აღნიშნავს, ივანიშვილის ასეთი დამოკიდებულება ბიზნესისა და მოგებისადმი, სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის.

მოგება სინამდვილეში მორალური კრიტერიუმია, ის ზომავს,საქმე კარგად გააკეთე თუ ცუდად და ეს ადამიანი თავის ვრცელ ინტერვიუში ამბობს, საქმეებს ცუდად ვაკეთებო, მაგრამ სპეციალურად ვაკეთებო, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არ არის ის რაც ნებისმიერი ბიზნესის ამოცანაა მსოფლიოშიო, თან არ ასახელებს არც იმას, ამით რა შედეგს აღწევს. არსად გაზომვადი არ არის, თუ რითი არგო ამითი ადამიანებს. რაში გამოიხატება ? ეკონომიკური ზრდა რამდენი გვაქვს?  მთელი ამ ხელისუფლების პერიოდში ჯამური ეკონომიკური ზრდა კატასტროფულია, წინა ხელისუფლება ხომ არ მოგვწონდა, მათ  უფრო მეტი ზრდა ჰქონდათ, ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანს ფულიც აქვს დამატებით, არაფერი ხელს არ უშლის. უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა მოსვლის მომენტში და რა მივიღეთ შედეგად?

როგორც მეგრელიშვილი კავკასიის ეთერში აღნიშნავს, იმაზე კამათი, რატომ არ შეასრულა ივანიშვილმა დაპირებები, აზრს მოკლებულია, რადგან მათი შესრულების შემთხვევაში,კიდევ უფრო მძიმე რეალობის წინაშე ვიდგებოდით , რადგან ხელოვნური ჩარევა ეკონომიკაში, საწვავის ფასის ხელოვნურად დაწევა, 5 მილიონი სოფელს და ა.შ. სრულ დეფოლტს გამოიწვევდა ქვეყანაში, მით უფრო, თუ იმ რეალობას დავუმატებდით, რაც ისედაც გვაქვს ამ ხელისუფლების პირობებში.

ავტორი: ანა ჩიქოვანი



კომენტარები