სიახლეები

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები გამკაცრდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა ორმაგდება.

უწყებას საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებული აქვს,  თუმცა ის ჯერ მთავრობას შემდეგ კი პარლამენტს უნდა წარედგინოს.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ცვლილებების მიხედვით, ე.წ. ჭკვიან კამერებს ქულათა სისტემაც მიებმება და თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები