სიახლეები

576 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: მედიის პრობლემაა, ჯაფარიძის და ბოკერიას დებატები რომ არ გაშუქდა

ცოტნე კობერიძის "გირჩის აზრში", იაგო ხვიჩია, "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიას გამოეხმაურა, რომელზეც გიგა ბოკერია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე წარდგნენ სტუდენტების წინაშე.

იაგო ხვიჩიას თქმით ზურაბ ჯაფარიძისა და გიგა ბოკერიას დებატი წარმატებული იყო და Students For Liberty-მ მოახერხა ის , რაც ქართულმა მედიამ ვერ შეძლო აქამდე. ეს ხალხი დიდი ხანია პოლიტიკაში მოღვაწეობს და ვერავინ მოახერხა მათი დებატების ორგანიზება. 

იაგო ხვიჩიას აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორედ სტუდენტების ორგანიზებით მოხდა იმ სივრცეში, სადაც ათასობით სტუდენტი იყო.

ამით ყველა მხარემ მოიგო. ვერ იტყვი, რომ რომელიმე წააგო. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური დებატი არ მიდის ჩვენს ქვეყანაში და სწორედ იქ იყო პოლიტიკური დებატების ცენტრი. მთავარი პოლიტიკური აზრი და პოლიტიკური იდეა გაჟღერდა იქ, სადაც ეს დებატები ჩატარდა. რაც ჩვენს სატელევიზიო სივრცეში ხდება ის არ არის დებატები, სხვა ტიპის პოლიტიკური შოუა და ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ის, რაც მოხდა.

როგორც ხვიჩიამ "გირჩის აზრში" აღნიშნა, მედიის პრობლემაა, რომ ასეთი მაღალი დონის დებატი სათანადოდ არ გაშუქდა.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები