სიახლეები

281 Views
პოლიტიკა

მამა ზაზა: ქართული ეკლესია სტალინურ ეკლესიად ჩამოყალიბდა

მამა ზაზა თევზაძემ, ქართული მართლმადიდებლი ეკლესიის განვლილ გზაზე, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში, ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ ბაზარში", ისაუბრა.

ზაზა თევზაძის თქმით, 1943 წლამდე საქართველოს ეკლესია ფაქტობრივად თვითგამოცხადებული ეკლესია იყო, რომელიც თვლიდა, რომ მას კანონიერად ეკუთვნოდა ავტოკეფალია, თუმცა სხვა ეკლესიების მიერ არ იყო აღიარებული.

ავტოკეფალიის აღდგენის აღიარება კი, პირველად მოხდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

პირველი აღიარება მოხდა სწორედ რუსეთის მიერ და ასე ვთქვათ სტალინური ეკლესია ჩამოყალიბდა.

- ამბობს მამა ზაზა თევზაძე.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები