სიახლეები

1323 Views
პოლიტიკა

მამა ზაზა თევზაძე: სასულიერო სემინარიაში სწავლას არავინ არ მირჩევდა

ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ ბაზარში" , დღეს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმა ზაზა თევზაძემ ისაუბრა:

„მაინტერესებდა თეოლოგიური საკითხები, თუმცა როდესაც გავიკითხე ჩემს ახლობლებში და მეგობრებში სასულიერო სემინარიაში სწავლას არავინ არ მირჩევდა.“

როგორც მამა ზაზამ აღნიშნა, სასულიერო სემინარიაში სწავლა არ ურჩიეს რადგან საბჭოთა რეჟიმის მიერ იყო კონტროლირებული, ამიტომ მან უარი თქვა სემინარიაში სწავლაზე და თვითგანათლებით დაკავდა.

როგორც მე ვიცი მაშინდელი სამღვდელოების ძალიან დიდი ნაწილი გადაბირებული „დავერბოვკებული“ იყო კაგებეს მიერ ეს გულისხმობდა გარკვეულ თანამშრომლობას, რაღაცას ითხოვდნენ სანაცვლოდ. 

- განაცხადა მამა ზაზა თევზაძემ.

მან გადაცემის მსვლელობისას ასევე თქვა, რომ ძირითადად კრიმინალური წარსულის მქონე კადრებს არჩევდნენ სასულიერო პირებად.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები