სიახლეები

140 Views
პოლიტიკა

პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლაზე უარს ამბობს და მარტვილში სურს განმწესება

წმინდა სინოდის სკანდალური სხდომის შემდეგ, პატრიარქის ბრძანებით, მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებული პეტრე ცაავა, შიომღვიმის მონასტერში განმწესდა.

მიტროპოლიტი პეტრე შიომღვიმის მონასტერში გამწესებაზე უარს ამბობს. მისი სურვილია, მარტვილის ერთ-ერთ მონასტერში დარჩეს.

შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე ერთ-ერთი მონასტერი, ჩემი არჩევანია ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი. დაველოდებით პასუხს, თუ არადა მივიღებ გადაწყვეტილებას, სად ვიქნები

 - განაცხადა პეტრე ცაავამ.

ეპისკოპოსი გრიგოლი, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა, აცხადებს, რომ მიტროპოლიტი პეტრე მონასტერში წავსლამდე დროებით ეპარქიაში რჩება და მას საქმეების დაეხმარება.

კომენტარები