სიახლეები

476 Views
პოლიტიკა

"გირჩი" სათამაშო ბიზნესს რეკლამის განთავსებას საკუთარ ტელევიზიაში სთავაზობს

"გირჩი" სათამაშო ბიზნეს-კომპანიებს, გირჩი TV-ზე რეკლამის განთავსებას სთავაზობს. 

Crocobet
europebet
adjarabet.com
Crystalbet
Leaderbet

საყოველთაო witch-hunt-ის ფონზე, გთავაზობთ რეკლამა მოიტანოთ გირჩის ტელევიზიაში!

ეს არ არის ‘აზარტული თამაშები კარგია თუ ცუდია’ საკითხი.

ეს არის ადამიანის თავისუფლების საკითხი - აქვს თუ არა ადამიანს საკუთარი ცხოვრების თავის ნებაზე წარმართვის, გარისკვის და შეცდომის დაშვების უფლება.

ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი უფლების გარეშე, ადამიანი არის მონა.

ამაზე გადის ბრძოლის ხაზი.

ამ ხაზზე აღმოჩნდით თქვენ, მოგწონთ ან გინდათ თუ არა ეს.

თქვენი გადასაწყვეტია შეგეშინდებათ კოლექტივისტური ჟინით ანთებული, აგრესიული საზოგადოებრივი აზრის და სახელმწიფოს მსახვრალი ხელის,

თუ დაიცავთ თავს და დაიცავთ თავისუფლებას!

#არამონობას

კომენტარები