სიახლეები

97 Views
პოლიტიკა

რომან გოცირიძის თქმით კახა კალაძემ საზოგადოება შეაცდინა

 „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საზოგადოება შეაცდინა, როდესაც 30 ოქტომბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმის 10-დან 50 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებას.

როგორც რომან გოცირიძემ სხდომაზე აღნიშნა, საკითხი მხოლოდ ორი მოსმენითაა მიღებული და თანაც ისე, რომ იგი პროფილურ კომიტეტებზე არ განხილულა

გოცირიძის თქმით, საკითხი განხილულია მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რაც არასაკმარისია.

მე მინდა პირდაპირ განვაცხადო, რომ ეს არის პირდაპირ საბიუჯეტო საკითხი. იგი არ განხილულა არც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, არ განხილულა არც საფინანსო კომიტეტზე.

ამ კანონის მიღება არის დაუშვებელი და მოგიწოდებთ, რომ გამოასწოროთ ქალაქი მერის არასწორი განცხადება.

მან თქვა, რომ უკვე მიიღო პარლამენტმა, არადა, ამ საკითხს მესამე მოსმენით კენწისყრა ესაჭიროება და გადაიდოს მანამ, სანამ ეს არ იქნება განხილული უფრო დაწვრილებით და მანამ, სანამ ამ საკითხზე არ იმსჯელებს პროფილური კომიტეტები.

-განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

 

კომენტარები