სიახლეები

2434 Views
პოლიტიკა

ამბროლაურის მერი: აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უნდა დარეგულირდეს

ამბროლაურის მერი, დავით მხეიძე, რომელმაც ერთ-ერთი ტოტალიზატორის სატელევიზიო გადაცემაში გუშინ 2019 წლის "პორშე" მოიგო, ფიქრობს, რომ სახელმწიფომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უნდა დაარეგულიროს. 

როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, აუცილებელია დარეგულირდეს როგორც აზარტული თამაშების რეკლამა, ისე მათზე დამოკიდებულება. შეკითხვაზე, როგორ უნდა დაარეგულიროს ეს ყველაფერი სახელმწიფომ და რა უნდა გააკეთოს კონკრეტულად, მხეიძეს აღარ უპასუხია. ამ შეკითხვის დასმის შემდეგ ის  აღარც ჩვენს მესიჯებს და აღარც სატელეფონო ზარებს პასუხობს. 

შეგახსენებთ, რომ დავით მხეიძემ ავტომობილი გუშინ მოიგო. როგორც მან გადაცემის წამყვანს უთხრა, გუშინდელი გათამაშებისთვის სულ 48 ბილეთი ჰქონდა.
 


ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები