სიახლეები

222 Views
საკუთრება

კობერიძე: მნიშვნელოვანია, გამჭვირვალე იყოს წყალტუბოს ქონების განკერძოვების პროცესი

ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით", წყალტუბოს რეაბილიტაციის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებულ ახალ პროექტზე ისაუბრეს.

როგორც ცოტნემ აღნიშნა, ბევრი შეხედულება შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა მხარის მხრიდან, ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნები, განკერძოვების ნაწილშია, იმაზე თუ რამდენად სამართლიანად ხდება ამ ქონების ივანიშვილისთვის გადაცემა, რადგან ეკონომიკის მინისტრს ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

ის რომ შეიძლება საქართველოში კერძო საკუთრებისადმი დიდი პატივისცემა არ იგრძნობოდეს ბევრ მოქალაქეში, გამოწვეულია მათ შორის იმით და მთავარი მიზეზი იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ბუნდოვნად და ბევრი კითხვის ნიშნით მოხდა ქონების განკერძოვება, რადგან ვიცით, რომ სახელმწიფოსთან დაახლოებული ადამიანების ხელში ხვდებოდა დიდძალი ქონება და ამიტომ ადამიანებს გაუჩნდათ ზიზღი, საკუთრებას, როგორც მორალურობის საზომს აღარ უყურებენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ვიღაცებმა უსამართლოდ ჩაიგდეს ხელში ეს ქონება.

ცოტნე კობერიძის თქმით, ყველაფრის სახელმწიფოს ხელში დატოვებას, ჯობია ნებისმიერ კერძო მესაკუთრეს ჰქონდეს ქონება და პრივატიზებული იყოს, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ყველასთვის გამჭვირვალედ ხდებოდეს ეს პროცესი და ადამიანები ხედავდნენ, ვინ რა იყიდა და როგორ. როგორც ცოტნე ამბობს, "გირჩის" პრივატიზაციის პროექტის მთავარი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა პორტალზე,

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს კითხვის ნიშნები არ დარჩეთ არაფერზე და უსამართლობის განცდა არ ჰქონდეთ.

- ამბობს ცოტნე კობერიძე საკუთარ გადაცემაში.

"გირჩის" პრივატიზაციის პროექტში, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს GeD-ს, რომელიც "გირჩის" ციფრული ვალუტაა (Georgian Dollar), მისი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება საპრივატიზაციო ფულის ფუნქციის შესრულებაა მომავალში, როდესაც მოხდება სახელმწიფოს ხელში არსებული ტრილიონობით დოლარის ღირებულების აქტივების მისი სამართლიანი მფლობელებისთვის, ანუ მოსახლეობისთვის უკან დაბრუნება.
GeD-ების დაგროვება შესაძლებელია: ა) ისეთი ქმედებებით, რომლებიც გირჩის მიერ ჩათვლილი იქნება თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილ წვლილად, ან ბ) უშუალოდ გირჩისთვის გაწეული ფინანსური კონტრიბუციით.
დაგროვებული GeD-ების გამოყენება შესაძლებელია გირჩის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის შიგნით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის ფორმირების პროცესში. რაც უფრო მეტი GეD აქვს გირჩის პლატფორმის წევრს, მით მეტი წონა აქვს მის ხმას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს.
"გირჩის" პოლიტიკური წონის ზრდასთან და ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნებაზე პოლიტიკური მოთხოვნის მატებასთან ერთად, მოსალოდნელია ამ პირველი პოლიტიკური ციფრული ვალუტის მოთხოვნაზე ზრდაც.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები