სიახლეები

173 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სინოდი ლაივში უნდა გაეშვას

40 წელია დაკეტილია უწყება ერთადერთი მოტივით - „ჩვენთან ყველაფერი კარგად არის“.

 ვახო მეგრელიშვილის  საავტორო გადაცემა "თავისუფა ბაზარში" დღესიაგო ხვიჩიამ და ზურაბ ჯაფარიძემ  საპატრიარქოს ირგვლივ არსებულ თემაზე ისაუბრეს.

„ვიღაცები გამოდიან და ამუნათებენ იმ ეპისკოპოსებს, რომლებსაც ეხლა ნაგავი გამოაქვთ გარეთ“

- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის აზრით გასაგებია, რომ სადღაც მონასტერში არსებობენ ბერები რომლებსაც მართლა ღმერთთან აქვთ კავშირი და არა საპატრიარქოსთან, თუმცა ეგ ადამიანები არ არიან პატრიარქობის პრეტენდენტები, ხოლო ისინი ვისაც შანსი აქვთ პატრიარქები გახდნენ, სისტემამ ამ ათწლეულების განმავლობაში ისე გაფილტრა, რომ "შანსი არ არის ვინმე წესიერი იპოვნო".

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აღნიშნავს , საპატრიარქო ქართული სასამართლო სისტემის ანალოგია და მისი გაწმენდის ერთადერთი შანსი ამ ინსტიტუტში დღის შუქის შეშვება და საჯაროობა იქნება.

ეკლესიის გაწმენდა თუ გინდა, ერთადერთი წამალი დღის შუქია.

- ამბობს "თავისუფალ ბაზარში" ზურაბ ჯაფარიძე.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი.

კომენტარები