სიახლეები

678 Views
პოლიტიკა

შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა! ზურაბ ჯაფარიძე აქცია-მსვლელობას აანონსებს

"შეწყდეს შმაქსისტებზე ნადირობა! " - ზურაბ ჯაფარიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-მსვლელობას აანონსებს. 

29 ოქტომბერს, 12 საათზე, გირჩის წევრები, მხარდამჭერები და შმაქსის მასწავლებლები რესპუბლიკის მოედნიდან ორთაჭალამდე, აქცია-მსვლელობას მოაწყობენ.

"ნებისმიერი ხელის შეშლა შმაქსისთვის არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ხელის შეშლა", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე საკუთარი ფეისბუქის გვერდით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

მისი თქმით, აქციაზე დააყენებენ სამ მოთხოვნას:

  1. შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა;
  2. გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს ადამიანებს, როგორც შმაქსისტებს, ასევე, ტაქსისტებს;
  3. გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, რამდენიმე დღეა პატრულმა "შმაქსისტებზე ნადირობა" დაიწყო. მისივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უხსნიან პოლიციას საგანმანათლებლო პროექტზე, მაინც უწერენ ჯარიმას:

"ეს ადამიანები მიდიან, რომ გაასაჩივრონ ეს ჯარიმები და იქ აკაჩავებენ, ატყუებენ, რომ მათ არ აქვთ გასაჩივრების უფლება და აწერინებენ აღიარებით ჩვენებას, რომ ის შმაქსმა შეიყვანა შეცდომაში".

კომენტარები