სიახლეები

ავთანდილ წერეთელი: რატომ ითვლით ჩემს ფულს ?

ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად, რატომ ითვლით ჩემს ფულს? ჩემს ფულს მე ვერ ვითვლი და თქვენ რატომ ითვლით? 

ამ სიტყვებით მიმართა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა თიბისის საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე პროკურორებს, რომელსაც ისიც ბრალდებულის სტატუსით ესწრებოდა.

წერეთელმა აღნიშნა, რომ პროკურორები უარგუმენტოდ საუბრობდნენ.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ბრალდების მხარე ამბობს, რომ მან ფული გათეთრების მიზნით მისცა მამუკა ხაზარაძეს, თუმცა არ და ვერ აკონკრეტებს, საიდან აიღო მან ეს თანხა.

 

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

 

კომენტარები