სიახლეები

332 Views
ეკონომიკა

საქართველოში ძროხების გამოფენა გაიმართება

„საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის“  ინფორმაციით, ქვეყანაში პირველად „მესაქონლეობის ექსპო“ გაიმართება, სადაც მოქმედი 19 ფერმის ორმოცდაათამდე მეწველი ფური, დეკეული და ხბო პოდიუმზე ერთმანეთს შეეჯიბრება. 

„მესაქონლეობის ექსპო“ 2019 ამ ტიპის ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მსხვილფეხა საქონლის მფლობელი ფერმერები და რძის მწარმოებლები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და ბაზარზე ორიენტირებულები გახდნენ.

- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„მესაქონლეობის ექსპო“ 26 ოქტომბერს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე თბილისის იპოდრომზე გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები „საქართველოს მეცხოველეობის სანაშენე საქმის ასოციაცია“ და „საქართველოს მერძევეობის ასოციაცია“ არიან. 

წყარო: imedinews.ge

კომენტარები