სიახლეები

783 Views
პოლიტიკა

NDI "გირჩთან" თანამშრომლობას იწყებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) "გირჩთან" თანამშრომლობას იწყებს. ამ წუთებში სასტუმრო "რედისონში" ორგანიზაციისა და "გირჩის" წევრებს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. 

როგორც "გირჩის" CEO-მ, მირიან ბეჟიტაშვილმა გვითხრა, შეხვედრას, გირჩის წევრებთან ერთად, რეგიონების წარმომადგენლებიც ესწრებიან. 

"შეხვედრაზე, მხარეები სხვადასხვა საკითხს განიხილავენ. მაგალითად, საუბარი შეეხება გირჩის პლატფორმის ეფექტურ ფუნქციონირებას, პარტიის დაფინანსებასა და ფანდრაიზინგს, განათლების პოლიტიკას, საკუთრებასა და პრივატიზაციას, მართლმსაჯულებას" - ამბობს მირიანი.

მისივე თქმით, თანამშრომლობის მეორე ეტაპის ფარგლებში, NDI და გირჩი, ქვეყნის ხუთ მუნიციპალიტეტში მრგვალი მაგიდის ფორმატის ფოკუს-ჯგუფებს გამართავს. იგეგმება სხვადასხვა ტიპის აქტივობებიც. 
 



ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები