სიახლეები

111 Views
ეკონომიკა

ამერიკული "კონტი ჯგუფი" კვლავ ანაკლიის პორტის აქციონერად რჩება

ამერიკული Conti International კვლავ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება. ინფორმაცის თავად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის თქმით, "კონტი ჯგუფი" კვლავ ანაკლიის პორტის აქციების 42 % წილის მფლობელად რჩება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად.

-აცხადებენ კონსორციუმში.

წყარო: bpn.ge

კომენტარები