სიახლეები

ილონ მასკმა Starlink-ის თანამგზავრის მეშვეობით ტვიტერზე დაპოსტა

SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა პირველი Twitter-ის პოსტი გამოაქვეყნა სტარლინკ სატელიტის მეშვეობით.

"whoa, მუშაობს" - დაწერა მასკმა ტვიტერზე.

Starlink სატელიტური თანამგზავრი გეგმავს ინტერნეტის მიწოდებას დანარჩენი მსოფლიოსთვის. მასკის გეგმის მიხედვით, მათ უნდა შექმნან ინტერნეტის მომწოდებელ ხელოვნურ თანამგზავრთა უპრეცედენტო ქსელი.

თანამგზავრების მასობრივი ქსელი, რომელსაც ჩვეულებრივ Starlink-ად მოიხსენიებენ, მიზნად ისახავს უზრუნველყოს უწყვეტი ინტერნეტი მთელს მსოფლიოში - მათ შორის ისეთ ადგილებშიც, რომლებიც ამჟამად ნაკლებად დაცულია.

რაც მნიშვნელოვანია, ის არ იქნება ძვირი. კომპანიის ცნობით, "სტარლინკ ინტერნეტი" იქნება იაფი და მაღალ ხარისხიანი გამოსავალი სივრცეზე დაფუძნებული ინტერნეტ კომუნიკაციისთვის.

SpaceX-მა დაგეგმილი 12 ათასი თანამგზავრისგან შემდგარი ფლოტიდან, ამჯერად 62 მათგანი უკვე გაუშვა. კომპანია გეგმავს, რომ ყოველ გაშვებაზე 60 სატელიტი გაუშვას ხოლმე სივრცეში.

ინტერნეტ კავშირისთვის საჭირო თანამგზავრების საერთო რაოდენობა იზრდება. SpaceX-მა Starlink-ის პროექტის წარმატებით დასრულების მიზნით, კიდევ 30,000 თანამგზავრის გაშვების ნებართვა ითოხვა - შესაბამისად თანამგზავრების რაოდენობა სრულად 42,000 გახდება.

Starlink-ის პროექტის ღირებულება 2018 წლის მაისში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით იყო შეფასებული, მასკის მიერ დამატებითი თანამგზავრების მოთხოვნის შემდეგ კი, ცხადია გაიზრდებოდა.

ასტრონომები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ თანამგზავრების ის რაოდენობა, რომლითაც ილონ მასკი სივრცეში გასვლას გეგმავს, მათი აზრით, გადაკეტავს ხედვის ხაზს უამრავი ტელესკოპისთვის და გადატვირთავს ცას.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

წყარო: businessinsider.in

კომენტარები