24 ოქტ 2019
1042 Views
პოლიტიკა

ზურა ჯაფარიძე: მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილთან ლაპარაკი

ზურაბ ჯაფარიძემ Newposts-თან ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დიდი ხანია აინტერსებს როგორი ადამიანია და რა ინტერესები აქვს ბიძინა ივანიშვილს, სწორედ ამიტომ, სიამოვნებით ისაუბრებდა ექს-პრემიერთან.

ჯაფარიძის  თქმით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხეებით დაინტერესება და დენდროლოგიური პარკის კეთება. მეტიც, ტყის ფლობის შემთხვევაში, თავადაც სათითაოდ მიყიდდა ყველა ხეს, ვინაიდან ეს მთავარი პრობლემა არ არის და ის უფრო საინტერესოა, ზოგადად რა მიზნები ამოძრავებს მას.

ივანიშვილის შემთხვევაში მთავარი პრობლემა მგონია იმაში, რომ არ აქვს არც ხედვა და არც მოტივაცია, რომ ეს ქვეყანა სწრაფად განვითარდეს.

ჯაფარიძის აზრით ბიძინა ივანიშვილისთვის პრიორიტეტი პირადი უსაფრთხოებაა და ვიდრე პირადი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი აქვს, მისთვის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება არის ნორმალური ამბავი, ვინაიდან მისი პირადი გამოსახედიდადნ საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4000 დოლარი იქნება თუ 14000 დოლარი არაფერი არ იცვლება. 

მთავარი კითხვა ეგ მაქვს - რა უნდა? იქნებ უკეთესი რაღაცები ვაპოვნინო რაც მათ შორის ამ გარემოსთვის სადაც ჩემი შვილები იცხოვრებენ უკეთესი იქნება,

-განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი



კომენტარები