სიახლეები

5831 Views
პოლიტიკა

ოთო აბესაძე ციხეში საკუთარი მეგობრების გამო ჩასვეს

ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ ბაზარში" სტუმრად მოწვეულმა, "ქართული ოცნების" პერიოდში, თბილისის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამჟამად ეკონომიკის დოქტორმა და პროფესორმა, ოთო აბესაძემ ქრთამის ფაქტზე დაკავების საკუთარი ისტორიაც განიხილა.

აბესაძის თქმით, 29 ივნისს მან სამსახურის დატოვების თაობაზე განცხადება დაწერა, რაც, მისი თქმით, თბილისის ყოფილმა მერმა, დავით ნარმანიამ დაუკმაყოფილა.

ივლისის პირველ რიცხვებში დახმარებბა ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მთხოვა მტკვრის ჯებირთან საბაქანოს დასამაგრებელ ადგილთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, დავუკავშირდი ჩემს კოლეგას. ვკითხე, რა საბუთები იყო ამ პროცედურისთვის საჭირო, რაც საჯარო ინფორმაციაა და ყველას შეუძლია გამოთხოვა

- იხსენებს აბესაძე. 

ამის შემდეგ აბესაძე დაიჭირეს და ბრალად დასდეს ამ ადამიანებისთვის, ქრთამის სახით, 3000 ლარის მოთხოვნა. როგორც მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ვარაუდობს, მეგობრებმა, რომლებიც, მისი აზრით, მოსყიდულები აღმოჩნდნენ, აბესაძის ისტორია შეთხზეს და ქრთამის მოთხოვნა დააბრალეს.

 


ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები