23 ოქტ 2019
1779 Views
ციტატები პოლიტიკა

ოთო აბესაძე: "ქართული ოცნების" სტაჟიანი „გამპრავებელი“ ვიყავი

ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი" , დღეს, თბილისის მერიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ამჟამად ეკონომიკის დოქტორმა და პროფესორმა ოთო აბესაძემ ისაუბრა.

მან გადაცემაში აღიარებითი ჩვენება მისცა და თქვა, რომ სატელევიზიო გამოსვლებში ნამდვილად იყო "ქართული ოცნების" სტაჟიანი „გამპრავებელი“.

ეს "გაპრავების" სინდრომი გადმოვიდა აქეთ მემკვიდრეობითაც, წინა ხელისუფლების ძალიან ბევრი მახინჯი პრაქტიკის მემკვიდრე გახდა "ქართულმა ოცნება", ერთ-ერთი იყო უკიდეგანოდ ყველაფრის "გაპრავება", რა თქმა უნდა, მეც ვიყავი ამ პროცესში ჩართული.

- განაცხადა ოთო აბესაძემ.



ავტორი: ლიზი კუბლაშვილი



კომენტარები