სიახლეები

390 Views

ცოტნე კობერიძე: თავისუფლების შეზღუდვა არის ბოროტება

 ვახტანგ მეგრელიშვილმა თავის საავტორო გადაცემაში "თავისუფალი ბაზარი", დღეს საზოგადოებას  "გირჩი"-ს პარტიულ სიაში, ამჟამად პირველ ადგილზე მყოფი ცოტნე კობერიძე გააცნო.

გადაცემაში ცოტნემ ისაუბრა იმაზე , თუ რისი სწამს და რა არის მისთვის პრიორიტეტული.

როგორც მან აღნიშნა, სწამს ადამიანის გონების და ბოროტებად მიიჩნევს თავისუფლების შეზღუდვას.

"არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება  თავისუფლების შედეგი, ფუნდამენტური მიზანია, რომ ადამიანი იყოს პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე და ყველა დანარჩენი ამის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯი ბოროტებაა."

თავისუფლების შეზღუდვა არის ბოროტება.

-ამბობს ცოტნე კობერიძე.

ცოტნემ აღნიშნა, რომ მას სწამს სამართლიანი პროცედურების, როდესაც არავის უფლებები არ ირღვევა და ნებისმიერი შედეგი რომელიც მსგავსი პროცედურების შედეგად დგება სამართლიანია.

ავტორი: ლიზი კუბლაშვილი

კომენტარები