22 ოქტ 2019
1882 Views
პოლიტიკა

გირჩის CEO მირიან ბეჟიტაშვილი იქნება

„გირჩი“-ს მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის CEO მირიან ბეჟიტაშვილი იქნება. ამ პოზიციას ის მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში დაიკავებს. 

მირიანს "გირჩი"-ს პლატფორმის ეფექტურობა და საბჭოსთან ანგარიშგება ევალება. "გირჩი"-ს პლატფორმა პოლიტიკოსებისა და პროექტების საერთო რესურსია.

“ამ ექვსი თვის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი, პლატფორმის ეფექტური მუშაობა, არსებული პროექტების გაუმჯობესება და ახალი პროექტების დაწყება იქნება. პლატფორმა "გირჩი"-ს პოლიტიკოსებს საკუთარი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. 

ჩემი მიზანია, "გირჩი"-ს უპრეცედენტო ფინანსური გამჭვირვალობის მიღწევა, იმისთვის რომ "გირჩი"-ს დამფინანსებლებმა ზუსტად იცოდნენ, რაში იხარჯება მათ მიერ გადახდილი თითოეული თეთრი“ - ამბობს მირიანი.

მირიანი პარტიის მუშაობის სპეციფიკას შესანიშნავად იცნობს, ის „გირჩში“ 2015 წლიდან მუშაობს  და ამ პერიოდის განმავლობაში, ის ბევრ პროექტში იყო ჩართული. 2017 წლიდან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზეა პასუხისმგებელი.

რატომ დაინიშნა ბეჟიტაშვილი კონკურსის გარეშე - ამ კითხვაზე საპასუხოდ, მმართველი საბჭო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ვინაიდან "გირჩის"- მსგავსი პროექტი სამყაროში პირველად ხორციელდება, ჯერ ბოლომდე  არ ვართ ჩამოყალიბებული, ზუსტად რა ფუნქციები შეიძლება ჰქონდეს მსგავსი ტიპის პარტიის CEO-ს, ამიტომ ფაქტობრივად შეუძლებელია მოთხოვნების დეტალურად ჩამოყალიბება და სრულყოფილი კონკურსის ჩატარება.

მირიანი დაგვთანხმდა მიიღოს მონაწილეობა ამ ერთგვარ ექსპერიმენტში და ჩვენი მიზანია, მასთან ერთად ამ გარდამავალ პერიოდში გავიაზროთ პარტიის CEO-ს რეალური ფუნქციები და მოვალეობები.

ხოლო ექვსი თვის შემდეგ, ბორდის ახალი შემადგენლობა, ახალ მოცემულობაში მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პოზიციაზე საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ, სადაც ყველა მსურველს ექნება მონაწილეობის მიღების საშუალება“ - აღნიშნულია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

შეგახსენებთ, რომ "გირჩი"-ს მმართველთა საბჭო, ამჟამინდელი შემადგენლობით, ექვსი თვის ვადით იმუშავებს.

ბორდის შემადგენლობა კი ასეთია: 

საბჭოს წევრი ხუთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია:

1. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
2. იაგო ხვიჩია
3. ჰერმან საბო
4. ვახტანგ მეგრელიშვილი
5. ლევან ჯგერენაია
 

საბჭოს ხუთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია:

1. ბექა მუზაშვილი
2. ლაშა ხვიჩია
3. ირაკლი მეტრეველი
4. გიორგი ყაბანაშვილი
5. გოგა ხაჩიძე


ბოლო ექვსი თვის ტოპ-ექვსი კონტრიბუტორია:

1. ოთო ზაკალაშვილი 
2. იმედა კლდიაშვილი
3. ჯიმშერ სხირტლაძე
4. ირაკლი ჭიღვარია
5. უჩა ბარბაქაძე
6. ლაშა ადიკაშვილი

ავტორი: მარია გეგეჭკორი



Comments