სიახლეები

სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური პროკურატურაში დაიკითხა

სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. ამ ინფორმაციას შსს და სუს-ი ადასტურებენ.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, საქმე პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციას ეხება და პროკურატურაში ასევე დაიკითხა, ვახტანგ გომელაურის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე.

შეგახსენებთ, რომ პანკისის სპეც-ოპერაცია 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა, რომლის დროსაც სპეც სამსახურებმა თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

- განაცხადეს საქართველოს პროკურატურაში.

კომენტარები